ორსულები და თამბაქო

მოწევა არასდროსაა კარგი, თუმცა განსაკუთრებით შემაძრწუნებელია როდესაც ფეხმძიმე ქალი ეწევა, რადგან ეს აზიანებს არა მარტო მას, არამედ მის ნაყოფსაც.

    ორსულობის დროს მოწევა
  • აზიანებს პლაცენტას–თქვენი ბავშვის საკვების და ჟანგბადის წყაროს
  • ამცირებს ბავშვისთვის მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობას
  • ზრდის:
    • თქვენი შვილის გულისცემას 
    • ნაადრევი მშობიარობის რისკს
    • რისკს რომ თქვენი ბავშვი დაიბადება მცირე წონით
    • რისკს რომ ბავშვს განუვითარდება სუნთქვის პრობლემები
    • რისკს იმისა, რომ ბავშვი დაიბადება თანდაყოლილი დეფექტებით, როგორიცაა "კურდღლის ტუჩი" და "მგლის ხახა"
    • ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების რისკს (SIDS)
გარდა ამისა, ბავშვები რომელთა მშობლები ეწეოდნენ ორსულობის დროს, არიან რისკის ქვეშ რომ:
  • განუვითარდებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტივობა
  • დაუქვეითდებათ სწავლის უნარი
  • გახდებიან მწეველები
თუ ორსულად ხართ, ჯერ კიდევ არაა გვიანი მოწევისთვის თავის დანებება. მოწევის შეწყვეტა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე სასარგებლოა. ეს აგარიდებთ თქვენ და თქვენს ნაყოფს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას. მოწევისთვის თავის დასანებებლად ეწვიეთ საიტს http://women.smokefree.gov/ 
 შეეშვი მოწევას შენი და შენი შვილის ჯანმრთელობისთვის!

No comments:

Post a Comment