თამბაქოს მავნებლობა



 თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა ისეთი ძლიერი მოქმედების კარციროგენული აგენტები, როგორიცაა აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი. მოზარდები თამბაქოს ჩუმად ეწევიან, ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას _ 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ. სტატისტიკური მონაცემებით: 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 40-48%-ში ნიკოტინია, ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% კი სიგარეტის მოწევას უკავშირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვამცნობს, რომ თამბაქოს მოხმარებისაგან ყოველ 8 წამში ერთი ადამიანი იღუპება! როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამინები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია) და აგრძელებენ მას ორი დეკადის ან მეტის განმავლობაში, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე ვიდრე ადამიანები, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ. აღსანიშნავია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არაა მხოლოდ ფილტვის კიბო ან გულის დაავადებები. ქვემოთ მოცემულია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი თავიდან ფეხის ფრჩხილამდე. 1. თმის ცვენა მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე. 2. კატარაქტა მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა – თვალის ბროლის შემღვრევა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს სინათლის სხივებს და შეიძლება მიგვიყვანოს სიბრმავემდე. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის გარეგანი გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისაკენ. მოწევა ასევე ასოცირებულია ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციასთან – თვალის ბადურის ცენტრალური ნაწილის დაავადება, რომელიც არ იკურნება. ყვითელი ლაქა პასუხისმგებელია თვალში ცენტრალური მხედველობის ფოკუსირებაზე და კითხვის, მანქანის მართვის, სახეების ან ფერების და საგნების დანახვის შესაძლებლობაზე. 3. ნაოჭები მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში. 4. სმენის დაქვეითება მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი. მწეველებში ასევე სამჯერ ხშირია სმენის დაქვეითების შემთხვევები, გამოწვეული შუა ყურის ინფექციური დაზიანებით, რომელსაც შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა. 5. კანის კიბო მოწევა არ იწვევს მელანომას (ზოგჯერ კანის კიბოს ლეტალურ ფორმას), მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის სანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე. 6. კბილების დაკარგვა მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს.

7. ემფიზემა ფილტვის კიბოსთან ერთად მოწევა იწვევს ემფიზემას, ალვეოლების შეშუპებას და გასკდომას, რაც აქვეითებს ფილტვების მიერ ჟანგბადის შთანთქმის და ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარს. ექსტრემალურ შემთხვევებში პაციენტებს მხოლოდ ტრაქეოტომა (ტრაქეის (სასულის) გაკვეთა და მასში სპეციალური მილის შეყვანა სუნთქვის აღსადგენად) აღუდგენს სუნთქვას. ქრონიკული ბრონქიტი (,,მწეველთა ბრონქიტი”) იწვევს ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნას, რასაც ტან სდევს მტკივნეული ხველა და სუნთქვის გაძნელება. 8. ოსტეოპოროზი გამონაბოლქვში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გაზი – კარბონმონოქსიდი, უერთდება სისხლს ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე ჟანგბადი, რის გამოც ქრონიკულ მწეველებში 15%-ით აქვეითებს ჟანგბადის გადამტანი სისტემის სიმძლავრეს. ამის შედეგად მწეველების ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობის განვითარების შესაძლებლობა და რთულდება შეხორცების პროცესი. მწეველებს ასევე აქვთ ზურგის ტკივილის პრობლემები. ერთ-ერთმა კვლევან აჩვენა, რომ სამრეწველო საამქროების მუშებს რომლებიც ეწევიან, ხუთხერ მეტად უვითარდებათ ტრავმის შემდგომი ზურგის ტკივილები. 9. გულის დაავადება მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებისა. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება წელიწადში 1.000.000-ზე მეტ ადამიანს კლავს, განვითარებულში კი 600.000-ს. მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას, არის არტერიების შევიწროების და წნევის მომატების, ასევე სტენოკარდიული შეტევებისა და ინფარქტის განვითარების რისკი. 10. კუჭის წყლული მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. იგი ასევე აზიანებს ორგანიზმის შესაძლებლობას გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს. 11. ფერშეცვლილი თითები კუპრი, რომელიც არის სიგარეტის კვამლში, გროვდება თითებზე და თითის ფრჩხილებზე, რაც მათ მოყვითალო-მოყავისფრო ფერს აძლევს. 12. საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯეები გარდა იმისა, რომ მწეველებში იზრდება რისკი საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა, ასევე მოწევა ქალებში იწვევს ფერტილურ (ნაყოფიერების) პრობლემებს და ორსულობისა და მშობიარობის გართულებებს. მოწევა ორსულობის პერიოდში ზრდის მცირეწონიანი და შემდგომში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადების რისკს. თანდაყოლილი სიმახინჯეები 2-3-ჯერ უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში. დღენაკლულობა ასევე უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში, რადგანაც მოწევით გამოწვეული კარბონმონოქსიდი და ნიკოტინი იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და პლაცენტარულ დარღვევებს. ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ასევე დაკავშირებულია მოწევასთან. გარდა ამისა, მოწევას შეუძლია დააქვეითოს ესტროგენების დონე, რაც იწვევს ნაადრევ მენოპაუზას. 13. დეფორმირებული სპერმა მოწევას შეუძლია დააზიანოს სპერმა და მისი დნმ-ი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიმახინჯეები ან დაბადების დეფექტი. ზოგიერთმა კვლევან აჩვენა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ეწევიან, უფრო მეტი რისკი აქვთ შეეძინოთ ისეთი ბავშვი, რომელსაც ექნება კიბოს წინასწარგანწყობა. მოწევა ასევე ამცირებს სპერმის რაოდენობას და ამცირებს სისხლის დინებას სასქესო ორგანოში, რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. ინფანტილურობა უფრო ხშირია მწეველებში. 14. ფსორიაზი მწეველებს ორ-სამჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ განუვითარდეთ ფსორიაზი, კანის არაგადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით და ტოვებს წითელ წყლულოვან ლაქებს მთელს სხეულზე. 15. ბერგერის დაავადება ბერგერის დაავადება, ასევე ცნობილია როგორც მაობლიტირებელი თრომბოანგიიტი, ფეხის ვენების, არტერიების და ნერვების ანთება, ანუ სისხლის დინების შეზღუდვა. იგი განუკურნებელია. ამ დაავადებას მივყავართ განგრენამდე (ქსოვილის სიკვდილი) და დაზიანებული მიდამოს ამპუტაციამდე. 16. კიბო თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცენოგენულია ანუ იწვევს კიბოს. მწეველებში 22-ჯერ მეტია რისკი იმისა, რომ განუვითარდეთ ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. გამოკვლევების მიხედვით: რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი, მით მეტია რისკი, რომ განვითარდეს კიბოს სხვადასხვა სახეები, როგორიცაა: ცხვირის კიბო (2-ჯერ მეტი), პირის, სანერწყვე ჯირკვლის და ხორხის (6-დან 27-ჯერ), ყელის (12-ჯერ), საყლაპავის (8-დან 10-ჯერ), ხახის (10-დან 18-ჯერ), კუჭის (2-დან 3-ჯერ), თირკმლის (5-ჯერ), შარდის ბუშტის (3-ჯერ), სასქესო ორგანოს (2-დან 3-ჯერ), პანკრეასის (2-დან 5-ჯერ), სწორი ნაწლავის (3-ჯერ) და ანუსის (5-დან 6-ჯერ). ზოგიერთი კვლევით აღმოჩნდა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს შორის.

No comments:

Post a Comment