ჩვენს გარშემო უამრავი მოზარდი ეწევა. სიტუაციის ანალიზისთვი ჩვენი ბლოგი ერთ–ერთ არასრულწლოვან მწეველს გაესაუბრა. (ანონიმურობა დაცულია)
რატომ დაიწყე მოწევა?
რა ვიცი... ეს რაღაც აკრძალული ხილივით იყო, არადა უფროსები სულ ეწევიან. ხოდა მაინტერესებდა.
მალულად ეწევი თუ ყველამ იცის ამის შესახებ?
მშობლებმა და მასწავლებლებმა არ იციან. ჩემი ასაკის ბავშვებს არ ვუმალავ.
მშობლებს რატომ უმალავ?
რომ გაიგონ ძალიან გაბრაზდებიან, არადა მამაც აქტიური მწეველია.
გჯერა რომ სიგარეტი მავნებელია და შეუძლია მოგკლას?
ასე რომ იყოს ნახევარი მსოფლიო დაიხოცებოდა.
სიგარეტის შეძენას როგორ ახერხებ?
მამა ხომ ეწევა... ხშირად მაღაზიაში მე მაგზავნის, ხოდა სახარჯოდ მოცემულ ფულს ვიყენებ და ზედმეტ სიგარეტსაც ვყიდულობ, ვითომ მისთვის.
სიმართლე რომ იცოდნენ არ მოგყიდიდნენ?
არ ვიცი, შეიძლება მოეყიდათ კიდეც, მაგრამ თან მშობლებსაც ეტყოდნენ ამის შესახებ–ისინი ხომ მიცნობენ. არ ვიცი უცხო გამყიდველებთან პრობლემა შემექმნება თუ არა.
შენი მეგობრებიდან ბევრი ეწევა?
საკმაოდ ბევრი.
- ინფორმაციის ნაკლებობა. მოზარდებმა არ იციან რომ სიგარეტი მავნებელია.
- უფროსების საქციელის წაბაძვა. მშობლებო თუ არ გინდათ, რომ თქვენი შვილი თამბაქოს მომხმარებელი გახდეს, მიეცით მაგალითი–თავად ნუ მოწევთ!
- მშობლების სიფრთხილის ნაკლებობა–ზოგიერთი მშობელი შვილს თამბაქოს საყიდლად აგზავნის. ამით ზრდის საფრთხეს, რომ მისი შვილი მწეველი გახდება.
- გამყიდველების მიერ კანონის დარღვევა.
No comments:
Post a Comment